ახალი ამბები
ბორჯომის მაღალმთიან სოფლებში გზა იგება
ბორჯომში ტურისტული მნიშვნელობის
გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის
რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი
ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები
მოეწყობა.
აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად
ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების
კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.
ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის
რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და
ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული
პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის
მონაკვეთი დაიგება.
,,სოფელ ტაბაწყურში მდებარეობს ულამაზესი ტბა, რომელსაც
ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს, განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურა
ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“, - განაცხადა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა ოთარ არბოლიშვილმა.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის
თანადაფინანსებით ხორციელდება.
გააზიარეთ :