ახალი ამბები
ტაბაწყურსა და ბაკურიანში ახალი საბავშვო ბაღები აშენდება
მუნიციპალური განვითარების ფონდმა
ქვეყნის მასშტაბით ახალი საბავშო ბაღების მშენებლობისთვის ამ
დროისთვის უკვე 69 ტენდერი გამოაცხადა.
ამ ტენდერებით საერთო ჯამში 140
ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს, რომლებიც 11 ათას ბავშვს
მოემსახურებიან. 140 ბაღიდან სამცხე-ჯავახეთში აშენდება სკოლამდელი
აღზრდის 9 დაწესებულება, აქედან ორი კი ბორჯომის მუნიციპალიტეტში,
ტაბაწყურსა და ბაკურიანში.
სამცხე-ჯავახეთში 9 საბავშვო ბაღი აშენდება: ტაბაწყურში, ბაკურიანში,
ახალციხეში, აბასთუმანში, მუსხში, უდეში, ქვემო ენთელში, ახალქალაქში,
ნინოწმინდაში.
ტენდერების საერთო ღირებულება 290 მილიონ ლარს შეადგენს, შესაბამისად,
ერთი საშუალო საბავშვო ბაღის მშენებლობა ბიუჯეტს 2 მილიონი ლარი
დაუჯდება.
კომპანიებთან ხელშეკრულებები Design Build-ის პირობებით გაფორმდება,
რაც იმას ნიშნავს, რომ პრეტედენტებმა არქიტექტურული პროექტები
მუნიციპალური განვითარების ფონდს თავად უნდა წარუდგინონ.
სატენდერო პირობების მიხედვით, თითოეულ შესყიდვაში კომპანიებმა უნდა
დაადასტურონ, რომ შესრულებული აქვთ ტენდერის მთლიანი ღირებულების ტოლი
ღირებულების რკინა-ბეტონის სამუშაოები.
ამავე თემაზე:
ტაბაწყურში დაპირებული საბავშვო ბაღი
აშენდება
გააზიარეთ :