ახალი ამბები
პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის 42 698,87 ლარი დაიხარჯა
საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრების სატელეფონო ხარჯებისთვის ორ წელიწადში 42 698,87 ლარი, კერძოდ, 2021 წელს - 20 723.34, 2022 წელს კი 21 975.53 ლარი დაიხარჯა.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული სატელეფონო მომსახურებით 52-მა დეპუტატმა ისარგებლა, 2022 წელს კი სატელეფონო საუბრები 62 დეპუტატს დაუფინანსდა.


ამასთან, ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს 52 დეპუტატიდან, მხოლოდ ორი დეპუტატი პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი იყვნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, 2022 წელს კი 62 დეპუტატიდან კი ოპოზიციის წარმომადგენლები იყვნენ: დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდია, „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ანა ბუჩუკური და გიორგი ხოჯევანიშვილი.


ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს სატელეფონო ხარჯებისთვის ყველაზე მეტი მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დახარჯა, ხოლო 2022 წელს ყველაზე მეტი სატელეფონო საუბარი ასევე პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს დაუფინანსდა.


რაც შეეხება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის სატელეფონო მომსახურებაზე გაწეულ ხარჯებს, 2021 წელს 58 142,75 ლარი დაიხარჯა, 2022 წელს კი 63 480.52 ლარი.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების
დეპარტამენტს დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ
ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური
აღჭურვილობა გადასცა.
10:02 / 20.03.2023
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტს დანიის სამეფოს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ტყის ხანძრებზე ეფექტიანი რეაგირებისთვის უახლესი მოდელის სპეციალური აღჭურვილობა გადასცა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ
ტენდერი 14 მარტს გამოაცხადა. ტენდერით გათვალისწინებულია ქ. ბორჯომში
რუსთაველის ქ. N57, N63, N69. N71-სა და N73-ში
17:08 / 19.03.2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი 14 მარტს გამოაცხადა. ტენდერით გათვალისწინებულია ქ. ბორჯომში რუსთაველის ქ. N57, N63, N69. N71-სა და N73-ში
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.5832 ლარი გახდა.
16:12 / 16.03.2023
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5832 ლარი გახდა.
საქართველოს საპატრიარქოს
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ წერილი
გაეგზავნა იმ სასულიერო პირს, მღვდელმთავარს, რომელიც გუშინ, 14
მარტს, პარლამენტის შენობის წინ პარტია
15:06 / 15.03.2023
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აცხადებს, რომ წერილი გაეგზავნა იმ სასულიერო პირს, მღვდელმთავარს, რომელიც გუშინ, 14 მარტს, პარლამენტის შენობის წინ პარტია "კონსერვატიული მოძრაობისა" და ამავე პარტიის ტელეარხ "ალტ-ინფოს" მიერ ორგანიზებულ აქციაზე იდგა.
დედა სიდონიას განცხადებით,
საპატრიარქო გეგმავს საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს
სასულიერო პირები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე
ახალგაზრდობას შევუერთდით.
09:36 / 15.03.2023
დედა სიდონიას განცხადებით, საპატრიარქო გეგმავს საპატრიარქო გეგმავს დაიბაროს ან დასაჯოს სასულიერო პირები, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე ახალგაზრდობას შევუერთდით.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
კარდიოლოგიური და ონკოლოგიური პაციენტები, ახალშობილები, მრავალშვილიანები, პენსიონერები, შშმ პირები, მარტოხელა მშობლები - ვის ეხება ბორჯომის მუნიციპალიტეტის განახლებული სოციალური პროგრამები.
დღის ამბები
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, დასავლეთ ევროპის ქვეყნები უდიდესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდნენ და მშვიდობაც საკმაოდ მყიფე იყო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.