ეკონომიკა
საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა - სებ
2022 წლის დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8% შეადგინა, ხოლო ნოემბერთან შედარებით ფასები 0.3%-ით შემცირდა. ეროვნული ბანკის შეფასებით, საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გადალახა და ბოლო თვეებში შემცირების ტრენდი აქვს.

როგორც ეროვნული ბანკის იანვრის მიმოხილვაშია აღნიშნული, საერთაშორისო ბაზრებზე საქონლის ფასები კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება, თუმცა უკანასკნელ თვეებში გარკვეული სტაბილიზაცია და კლების ტენდენცია შეინიშნება, რამაც ლარის გამყარებასთან და გამკაცრებულ მონეტარულ პოლიტიკასთან ერთად საქართველოში ინფლაციის შემცირებას ხელი უნდა შეუწყოს.

„დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ყველაზე შესამჩნევი ბენზინის 6%-ით გაიაფება იყო, რამაც თვის ინფლაცია 0.2 პპ-ით შეამცირა. სიგარეტის 2%-ით გაძვირებამ კი ინფლაცია 0.1 პპ-ით გაზარდა.

სურსათზე ფასების ზრდამ დეკემბრის წლიურ ინფლაციაში 4.8 პპ-იანი წვლილი შეიტანა. აქედან გამოსარჩევი პურზე, ყველზე და კარტოფილზე გაზრდილი ფასებია. ამ პროდუქტების წვლილი ჯამში 2.0 პპ-ს შეადგენდა.

ბოლო თვეებში საწვავი თანდათან იაფდება. პარალელურად საწვავის წვლილიც ინფლაციაში მცირდება. დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.1 პპ-მდე შემცირდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, მთლიან ინფლაციასთან შედარებით დაბალი იყო და 6.8 %-ს შეადგენდა.

ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტირებული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო თვეებში იმპორტირებულ ინფლაციას კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების გარკვეულ სტაბილიზაციასა და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან, ერთად ლარის კურსის გამყარება უწყობს ხელს. დეკემბერში იმპორტირებული ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა.

ადგილობრივად წარმოებული პროდუქტების ინფლაცია მაღალია და 13.8%-ს შეადგენს. მაღალი ადგილობრივი ინფლაცია ერთი მხრივ, სურსათის (პური, ყველი, ხორცის) ფასების ზრდას, ხოლო მეორე მხრივ, მომსახურების გაძვირებას უკავშირდება, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია ბინის ქირის (წვლილი ინფლაციაში 0.7 პპ) და სანოტარო გადასახდელის გაძვირება (0.3 პპ),“-ნათქვამია მიმოხილვაში.

წყარო: bpn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.5604 ლარი გახდა.
16:19 / 30.03.2023
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5604 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.5754 ლარი გახდა.
16:03 / 27.03.2023
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5754 ლარი გახდა.
16:14 / 25.03.2023
"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში შეხვედრები მოსახლეობასთან დასრულდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.5764 ლარი გახდა.
16:15 / 24.03.2023
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5764 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.5754 ლარი გახდა.
16:37 / 22.03.2023
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5754 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
როდის დაიწყება 2023 წელს, ბორჯომში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები. რა სამუშაოებზე უნდა დაიხარჯოს 11 მილიონი ლარი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, ხანდაზმულები, მარტოხელა და მარტო მცხოვრები მოხუცები - ეს არის ადამიანების ჯგუფები, რომლებიც შინმოვლის სერვისს საჭიროებენ.
დღის ამბები
ბიუჯეტის ანგარიში, დებულებების დამტკიცება, ქუჩების დამისამართება სოფლებში - გეგმიური სხდომა ბორჯომის საკრებულოში;
„აგენტების“ შესახებ კანონპროექტი ჩავარდა - მედიის და სამოქალაქო სექტორის შეფასებები სამცხე-ჯავახეთიდან;
«« აპრილი 2023 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.