რატომ გაძვირდა წელს ჟოლო და მაყვალი?
წელს, გასულ წელთან შედარებით, ჟოლო
და მაყვალი 40- 50%-მდე გაძვირდა.
როგორც კენკრის მწარმოებელთა
ასოციაციის თავმჯდომარემ განაცხადა, ამის მიზეზი პროდუქტის სიმცირეა.
უფრო კონკრეტულად, იზოლდა ქიტესაშვილის ინფორმაციით, მაყვლისა და
ჟოლოს წარმოება გამოუცდელმა ფერებმა დაიწყეს, უხარისხო მოსავალი
მიიღეს, რის გამოც რეალიზაცია ვერ მოახდინეს. შედეგად, როგორც კენკრის
მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, ბაღების 80% გაიჩეხა ან
მიტოვებულია.
ცნობისთვის, წელს, მაყვლის საშუალო საბითუმო ფასი ერთ კილოგრამზე 1,40
დოლარია, რაც 50%-ით მეტია 2021 წლის ამავე პერიოდის ღირებულებასთან
შედარებით. რაც შეეხება ჟოლოს, მისი ფასი კილოგრამზე 3,60 დოლარს
შეადგენს, რაც 40%-ით აღემატება შარშანდელ ფასს.
„ფასის ზრდის მიზეზია რაოდენობის შემცირება. მოვლა გაუჭირდა ხალხს,
ვერ მიიღეს ხარისხიანი მოსავალი, შესაბამისად, რეალიზაცია ვერ
მოახდინეს. ეგონათ, რომ ძალიან მარტივი იყო ჟოლოს და მაყვლის მოვლა,
რომ მხოლოდ უნდა დაეკრიფათ და ფულადი სარგებელი მიეღოთ. მაგრამ ბევრ
სირთულეს წააწყდნენ. ფაქტობრივად, ჟოლო და მაყვალი გააშენა ისეთმა
ხალხმა, რომელმაც მიწა რა იყო, არ იცოდა... არ იცოდნენ, რომ ეს დიდ
მოვლასთან იყო დაკავშირებული. ეგონათ, მუშა ხელს, აგრონომს, ან
მომვლელს დაიქირავებდნენ და ისინი მოუვლიდნენ, მაგრამ ეს ვერ
მოახერხეს.
შედეგად, ისე მოხდა, რომ ფაქტობრივად ბაღების 80% გაჩეხეს ან
მიატოვეს“,- განაცხადა იზოლდა ქიტესაშვილმა.
წყარო: bpn