ეკონომიკა
საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირება მოხდება
საქართველოში კრიპტოვალუტების რეგულირება იგეგმება. აღნიშნულის შესახებ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაშია აღნიშნული.

„ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF) რეკომენდაციების მიხედვით, ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული რისკების მართვის მიზნით, სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ ვირტუალური აქტივების მომსახურების პროვაიდერების AML/CFT კუთხით რეგულირება/ზედამხედველობა, მათი ლიცენზირება/რეგისტრაცია, მნიშვნელოვანი წილის მფლობელების/ბენეფიციარი მესაკუთრეების/ხელმძღვანელი პირების Fit and Proper შემოწმება, ეფექტური მონიტორინგი და FATF რეკომენდაციებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობა,“- ნათქვამია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ კრიპტოვალუტების რეგულირების შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ მიმდინარე წლის მარტში განაცხადა. როგორც მაშინ სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შესაბამის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობდა. ახლა კი სებ-ისა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტი უკვე პარლამენტშია.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, კანონპროექტით განსაზღვრული რეგულირების ჩარჩო პირველ ეტაპზე ითვალისწინებს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს ეროვნულ ბანკში სავალდებულო რეგისტრაცია, ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შემოწმება და ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით ზედამხედველობა.

"აღნიშნული უზრუნველყოფს ვირტუალური აქტივების მომსახურებასთან დაკავშირებული ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების მომეტებული რისკების დროულ მართვას, ასევე, ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) მიერ იდენტიფიცირებული ნაკლოვანების აღმოფხვრას,“- ვკითხულობთ კრიპტოვალუტების რეგულირების მიზნით შემუშავებული კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.