ეკონომიკა
იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 1-ლი მაისიდან იპოთეკური სესხის გაცემის წესი იცვლება.

მათი ინფორმაციით, იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, რასაც თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით განსაკუთრებით საგულისხმოა.

„ამ რისკის საპასუხოდ საჭირო ბუფერების არსებობისთვის, კომერციულმა ბანკებმა ცვლადგანაკვეთიანი კრედიტის გაცემისას მსესხებლის გადახდისუნარიანობის შეფასების დროს 3 პროცენტული პუნქტი საპროცენტო განაკვეთის შოკი უნდა გაითვალისწინონ,“- ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ცვლილებები ძირითადად საშუალო შემოსავლის მქონე პირებს შეეხებათ და მომხმარებელთა დიდი ნაწილი სესხს ვეღარ აიღებს.

„საპროცენტო განაკვეთის შოკის გათვალისწინება, საუბარია, 3%-იან შოკზე, ეხება ცვლად განაკვეთიან სესხებს, რომელთა დიდი ნაწილიც იპოთეკური სესხებია რომელიც რეფინანსირებაზეა მიბმული. მაგალითისთვის, თუ თქვენ იღებთ სესხს 7%-ში 10 წლის ვადით და თქვენი ყოველთვიური გადასახდელი გადაითვლება და გამოგივათ 100 ლარი გადასახდელი. ამ შემთხვევაში ყოველთვიური გადასახდელი ანგარიშდება 10%-ზე, ანუ ცვლად განაკვეთიან სესხზე. რეალურად, 10%-ში გადაითვლება დღეის მდგომარეობით, ლარში საკმაოდ მაღალია საპროცენტო განაკვეთი და აღნიშნული შოკის გათვალისწინება, თან შემოსავლის კოეფიციენტიც საკმაოდ მაღალია. ამიტომ, ლარში მოახდენს ეფექტს თუმცა დიდად არა, ეს იქნება ძალიან მცირე ნაწილი.

რაც შეეხება უცხოურ ვალუტას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრად ნაკლებია შემოსავლის კოეფიციენტი. მეორე საკითხია ის, რომ 15 წლიდან 10 წლამდე შეიზღუდა იპოთეკური სესხების დრო და ეს გადაწყვეტილება ნიშნავს, კიდევ უფრო გამკაცრებას. პრაქტიკულად, ყველა ამ გადაწყვეტილებით დიდი რაოდენობით ადამიანები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ სესხი აეღოთ უცხოურ ვალუტაში, ეს შესაძლებლობა შეეზღუდებათ. ან იმდენად მცირე თანხას მიიღებენ, რომ შეიძლება საინტერესოც აღარ იყოს. ყველაზე მეტად შეეხება საშუალო შემოსავლის პირებს,“ - ამბობს ძნელაძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7938 ლარი გახდა.
16:59 / 09.12.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7938 ლარი გახდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული
ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი
ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
16:21 / 02.12.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8478 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8478 ლარი გახდა.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.