საქართველოში იპოთეკური სესხების მოცულობა იზრდება
იპოთეკური სესხების მოცულობა
იზრდება, ბინების გაყიდვები კი თითქმის უცვლელია. ამის შესახებ
„თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
კერძოდ, „თიბისის“ მიმოხილვის თანახმად, 1-9 ნოემბრის პერიოდში,
2019 წელთან შედარებით, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების
მოცულობის ზრდამ 65% შეადგინა.
ამასთან, ოქტომბერში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების
ტრანზაქციების რაოდენობა თითქმის უცვლელი დარჩა, 2019 წელთან
შედარებით.