ლარი 7 თეთრით გაუფასურდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.4534 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის
ღირებულებამ 3.4534 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
3.4464 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0070 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1765 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 4.1529 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0236 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.