როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, სახმელეთო საზღვრებს გავხსნით - ნათია თურნავა
როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება
ამის საშუალებას მოგვცემს, სახმელეთო საზღვრებს გავხსნით, - განუცხადა
ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია
თურნავამ.
როგორც ის ამბობს ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ერთ-ერთი ნაბიჯი
ტურიზმისთვის მიმოსვლის გახსნაა.
"ჩვენ უკვე ვფიქრობთ, რომ როგორც კი მოგვეცემა საშუალება
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სახმელეთო საზღვრებსაც
გავხსნით, რათა ტურისტი შემოვიდეს და აქ დახარჯოს რესურსი, უცხოური
ვალუტა შემოვიდეს და გაამყაროს ჩვენი ეროვნული ვალუტა",-განაცხადა
ნათია თურნავამ.