ანაკლიის პროექტის ახალი ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება - ირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრის, ირაკლი
ღარიბაშვილის განცხადებით, უახლოეს მომავალში ანაკლიის პროექტის ახალი
ინვესტორის შერჩევის პროცესი დაიწყება.
როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მთავრობას
ყოველთვის ჰქონდა უპრეცედენტო მხარდაჭერა აღნიშნული პროექტის მიმართ
და ხელისუფლებამ საკანონმდებლო დონეზე გამოუცხადა ანაკლიის პროექტს
სრული მხარდაჭერა.
„ჩვენ ახალი პოტენციური ინვესტორის შერჩევის პროცესს დავიწყებთ
უახლოეს მომავალში, ეკონომიკის სამინისტროს შესაბამისი სატენდერო
სააგენტო ტენდერის გამოსაცხადებლად დაიწყებს კანონით გათვალისწინებულ
პროცედურებს, დაიქირავებს საერთაშორისო კონსულტანტს, რომელიც
დახმარებას გაგვიწევს ინვესტორის შერჩევის პროცესში“, - განაცხადა
ღარიბაშვილმა.