დღეიდან რეგულარული ფრენები აღდგა
თითქმის 10-თვიანი პაუზის შემდეგ,
ქვეყანაში რეგულარული ფრენები დღეიდან განახლდება.
ამასთან, იცვლება შემოსვლის წესები,
როგორც საქართველოს ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, ფრენები ყველა სამედიცინო
პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება.
ნებისმიერი ტიპის კოვიდ ვაქცინის სრული კურსის ჩატარების
დამადასტურებელი დოკუმენტის ქონის შემთხვევაში, უცხო ქვეყნის
მოქალაქეები საქართველოში შემოსვლას უპრობლემოდ შეძლებენ, ხოლო არა
ვაქცინირებულ ვიზიტორებს საზღვარზე, ბოლო 72 საათში ჩატარებული
PCR-ტესტირების ნეგატიური პასუხის ჩვენება მოუწევთ. ქვეყანაში
შემოსვლიდან მესამე დღეს კი, მათ განმეორებით PCR-ტესტის ჩატარების
ვალდებულება ექნებათ.