საქართველოში დღეიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა
სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1-ელი
თებერვლიდან გაიხსნა, თუმცა ეს ობიექტები შაბათ-კვირას არ
იმუშავებს.
გადაწყვეტილება ამის შესახებ,
საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
გარდა ამისა, საქართველოს ხუთ ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში,
გორსა და თელავში შაბათ-კვირას არ იმუშავებს არც მუნიციპალური
ტრანსპორტი, რომელიც აღნიშნულ ქალაქებში 1-ელი თებერვლიდან
აღდგება.
ამასთან 1-ელი თებერვლიდან შესაძლებელი იქნება, გაყიდული საქონლის
გადაცვლა, რაც საახალწლო პერიოდში დაშვებული არ იყო. ასევე
შესაძლებელი იქნება გასახდელების ფუნქციონირება.