როდის იგეგმება რესტორნების და ტრანსპორტის ამუშავება - ნათია თურნავას განმარტება
საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურანავას თქმით,
საქართველოში რესტორნების ამუშავება მას შემდეგ იგეგმება,
რაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი
ამუშავდება. მან ბრიფინგზე თქვა, რომ ტრანსპორტის ამუშავება უფრო
პრიორიტეტულია, რადგან მეტ ადამიანს ეხება.
"რესტორნების მდგომარეობა მძიმეა ნამდვილად. ჩვენ ამას
ცალსახად ვხედავთ. ეს კვირა მთლიანად ბიზნებთან კომუნიკაციას
მიეძღვნა. უნდა დავინახოთ და ვაღიაროთ, როგორც კი გვეძლევა საშუალება
ამა თუ იმ საქმიანობას ვხსნით. შეუძლებელია, რომ ჩვენ ერთ დღეში
დავუბრუნდეთ ეპიდემიის წინა პერიოდს", - აღნიშნა
თურნავამ.
მან ასევე თქვა, რომ სარესტორნო ბიზნესის პოზიცია არ არის პოლიტიკური
და მომდინარეობს მათი რეალური პრობლემიდან. ახალი რეგულაციების
მიხედვით, სავალდებულო გახდება ამ ბიზნესში დასაქმებული პირების
ეტაპობრივი ტესტირება.
როგორც თურნავამ თქვა, არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე,
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავება და სწავლის სრულად საკლასო
ოთახებში გადატანა 15 თებერვლიდან განიხილება.