საგადასახადო შეღავათები გადაიხედება - გიორგი გახარია
13:06 / 24.12.2020
პარლამენტში სამთავრობო პროგრამის
წარგდენისას, პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ მომავალში
გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯების გადადგმა იქნება საჭირო, რომ
საგადასახადო სისტემა უფრო ეფექტური გახდეს.
"საგადასახადო სისტემაში დღეს ჩვენ გვაქვს უმარავი შეღავათი, რომლის
ეფექტურობაც უკვე აქტუალური აღარ არის. ჩვენ მოგვიწევს დეტალურად
განვიხილოთ ყველა ეს შეღავათი იმისთვის, რომ იქ, სადაც ჩვენ ამის
შესაძლებლობა გვაქვს, ზოგან გავაძლიეროთ, ხშირ შემთხვევაში, ალბათ,
გავაუქმოთ. იმიტომ, რომ ეფექტურობა ამ საგადასახადო შეღავათების დიდი
კითხვის ნიშნების ქვეშ არის დღეს", - თქვა გიორგი გახარიამ.
გახარიამ აღნიშნა, რომ საგადასახადო შეთანხმების "მანკიერი" პრაქტიკაც
უნდა გაუქმდებს, ან გადაიხედოს. მისივე განცხადებით, ეკონომიკის
სამინისტროს ბალანსზე დღეს უამრავი საწარმოა, რომელთა ეფექტიანობაც
სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.