ეკონომიკა
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის მშენებლობა იწყება
E60 აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი, ზემო
ოსიაური-ჩუმათეთელის გზის მეორე მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების
განსაახლებლად, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან
ხელშეკრულება გაფორმდა.
ამის შესახებ ინფორმაციას
საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
აღნიშნულ მონაკვეთზე 6.4 კმ-იანი 4 ზოლიანი გზის, 11 ხიდისა და 5
გვირაბის მშენებლობაა გათვალისწინებული. პროექტს, მსოფლიო ბანკი
აფინანსებს და სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 264 992 488
ლარია.
,, ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის მეორე მონაკვეთის საშუალებით
ჩრდილოეთიდან გვერდს ავუვლით სურამს, ჩუმათელეთს და გამოვალთ რიკოთის
გვირაბთან. ამ მონაკვეთით ხაშურის შემოვლითი გზა რიკოთის საუღელტეხილო
გზას დაუერთდება. ზემო ოსიაური–ჩუმათელეთის გზის მშენებლობა, საერთო
ჯამში მოიცავს: 14 კმ-იანი 4 ზოლიანი ცემენტ-ბეტონის გზას, 21 ხიდს, 5
გვირაბს, რკინა-ბეტონის მიწისქვეშა გასასვლელებს, წყალგამტარ მილებს
და სადრენაჟე სისტემებს. პროექტი შეამცირებს გადაზიდვების ხარჯებს და
ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას. თბილისდან, რიკოთის
გვირაბამდე მისასვლელი დრო 30 წუთით შემცირდება, გზის
გამტარუნარიანობა კი 4-ჯერ გაიზრდება, გზა საერთაშორისო და
უსაფრთხოების სტრანდარტების დაცვით შენდება“, - ნათქვამია
ინფორმაციაში.
გააზიარეთ :