1 აშშ დოლარი 3.2181 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.2181 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ
3.2181 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
3.2274 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0093 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.8086 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.8267 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0181 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.