პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა დაკარგა
მთავრობის ინფორმაციით, მიმდინარე
წელს პანდემიის გამო, შემოსავალი დაახლოებით 100 ათასმა ადამიანმა
დაკარგა.
აღნიშნული რიცხვი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ
ფრაქცია "ევროპული საქართველოს" სხდომაზე დაასახელა, სადაც 2021 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა.
"წლევანდელ წელს ეკონომიკური შემცირება, რა თქმა უნდა, დასაქმებული
ადამიანების რაოდენობაზე იმოქმედებს - ვგულისხმობ ბიზნეს სექტორში,
დაქირავებით დასაქმებულ ადამიანებს. ეკონომიკური ვარდნა ყოველთვის
მოქმედებს. კომპანიების მიერ წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით და
ის, რაც დახმარების ფარგლებში ვიცით, დაახლოებით 100 ათას
ადამიანამდეა, ვინც შემოსავლი დაკარგა", - განაცხადა გიორგი
კაკაურიძემ.