1 აშშ დოლარი 3.2233 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.2233 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ
3.2233 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2170 ლარი
იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში
0.0063 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.7919 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.7803 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0116 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.