1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის მიმართულებით „ვიზეარის“ პირდაპირი ავირეისები აღდგება
17:56 / 17.09.2020
1-ელი ოქტომბრიდან ქუთაისიდან რიგის
მიმართულებით პირდაპირი ავირეისები აღდგება. ამის შესახებ
პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე
განაცხადა.
როგორც ის აღნიშნავს, ავიარეისები კვირაში ერთხელ შესრულდება.
„ჩვენ გადავწყვიტეთ 1-ელი ოქტომბრიდან გავხსნათ პირდაპირი ფრენა
ქუთაისიდან რიგის მიმართულებით. ეს იქნება „ვიზეარი“. ეს არ იქნება ჯერ თამამი
გადაწყვეტილება, იქნება კვირაში ერთი რეისი, მაგრამ არის ტენდენცია,
რომ გონივრულად, მაგრამ ფრთხილად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,
რომ ეკონომიკა ამოძრავდეს კიდევ უფრო სწრაფად. ეს ყველაფერი კეთდება
ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში და უპირობოდ მათი ჯანმრთელობის და
სიცოცხლის დაცვის გათვალისწინებით. ფრთხილად, მაგრამ თანმიმდევრულად
გავაგრძელებთ საქართველოს საჰაერო სივრცის გახსნას, პირველ რიგში,
ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა,
ეკონომიკური ინტერესებიდან გამომდინარე“,- განაცხადა
გახარიამ.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.