ეკონომიკა
ტურისტულ სექტორს გვერდით დავუდგებით - გიორგი გახარია
ჩვენ ტურისტულ სექტორს გვერდით
ვედექით და დავუდგებით სხვადასხვა პროგრამით, საგადასახადო
ვალდებულებების გადავადებით თუ სხვა შეღავათებით,
ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაერო-ს
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) აღმასრულებელი საბჭოს 112-ე
სხდომის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ტურიზმის სფერო, არსებული
კონკურენციის გამოწვევების თვალსაზრისით, იქნება ერთ-ერთი ლიდერი და
პრეტენზია ექნება, რომ გლობალური ტურიზმის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა
იყოს.
„მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაში ტურიზმს ერთ-ერთი წამყვანი როლი
ჰქონდა და ექნება, ვიდრე გლობალურად ტურიზმის აღდგენის ტენდენციები არ
გამოჩნდება“,-განაცხადა პრემიერმა.
გააზიარეთ :