1 აშშ დოლარი 3.0746 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.0746 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ
3.0746 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
3.0726 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.002 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6702 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.6564 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0138 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.