1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0739 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.0739 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ
3.0739 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
3.0729 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0010 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6398 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.6190 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0208 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.