1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0721 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
3.0721 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების
თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ
3.0721 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა,
3.0719 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.0002 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.6420 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.6086 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0334 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ
შევა.