ეკონომიკა
განვაგრძობთ კონსულტაციებს, უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველსაყოფად, - გიორგი გახარია
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ კონსულტაციებს, რათა  კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს.

„დღეს ევროკავშირმა საქართველო იმ 15 ქვეყანას შორის დაასახელა, რომელზეც წევრი სახელმწიფოებისთვის საზღვრების გახსნასთან დაკავშირებით რეკომენდაციას გასცემს.

საქართველოს ე.წ. „მწვანე ქვეყნების“ სიაში შეყვანა არის ევროკავშირთან მჭიდრო პარტნიორობის კიდევ ერთი დასტური, მნიშვნელოვანი მიღწევა და აღიარება იმ წარმატების, რომელიც საქართველოს, ჩვენს ხალხს და ხელისუფლებას აქვს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით.

ახლა უკვე, ჩვენ უშუალოდ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან განვაგრძობთ აქტიურ კონსულტაციებს, რათა ევროკავშირის მხრიდან გამოქვეყნებული ამ დოკუმენტის შესაბამისად, კოორდინირებულად, ეტაპობრივად და შეთანხმებულად შევძლოთ მოქალაქეთა უსაფრთხო მიმოსვლის უზრუნველყოფა.
საქართველოს მთავრობის და ქართველი ხალხის სახელით, მადლობას ვუხდი ევროკავშირს აღიარებისთვის, ნდობისთვის და სტრატეგიული პარტნიორობისთვის“, - წერს გიორგი გახარია.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
31 ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო
სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი
ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო
აქვეყნებს.
13:49 / 12.11.2024
31 ოქტომბრის მონაცემებით, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 566 ათასი ადამიანია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო აქვეყნებს.
მაღალმთიანი დასახლებებისთვის
ჯამურად, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.
12:03 / 12.11.2024
მაღალმთიანი დასახლებებისთვის ჯამურად, 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული
მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის
ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.
11:48 / 09.11.2024
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7247 ლარი გახდა.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7280 ლარი გახდა.
17:10 / 04.11.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7280 ლარი გახდა.
2024 წლის სექტემბერში საქართველოში
საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738
ადამიანი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით,
აქედან 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო
228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია,
რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი
გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
14:26 / 01.11.2024
2024 წლის სექტემბერში საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი 7.4%-ით გაიზარდა და 682 738 ადამიანი შეადგინა. სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, აქედან 454 165 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 228 783 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად შეუნარჩუნდებათ.
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.