ეკონომიკა
საზღვარგარეთ სეზონურად დასაქმებულები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ
სახელმწიფო დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში მუშაობდნენ, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, საქართველოს საზღვრებს გარეთ თვითდასაქმებულები უნდა დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე (https://compensation.moh.gov.ge/) განმცხადებლად არაუგვიანეს 2020 წლის 15 ივლისისა. აღნიშნულ პირებს სხვა დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა არ ესაჭიროებათ.

„დღეისათვის სახელმწიფოს დახმარება პანდემიის პერიოდში დაზარალებულმა უკვე 105 ათასამდე თვითდასაქმებულმა პირმა მიიღო. 26 ივნისიდან კი კომპენსაციის მიმღები ბენეფიციართა წრე გაფართოვდა და ის დასაქმებულები, რომლებიც სეზონურ სამუშაოებზე სხვადასხვა ქვეყანაში საქმდებოდნენ, დახმარებას, ერთჯერადი სახით, 300 ლარის ოდენობით მიიღებენ.

26 ივნისის, საქართველოს მთავრობის #388 დადგენილების თანახმად, „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 მაისის №286 დადგენილებაში ცვლილება შევიდა. ცვლილების თანახმად, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც თვითდასაქმებულები იყვნენ საქართველოს საზღვრებს გარეთ, რაც დასტურდება 2019 წელს 60-ჯერ ან/და 2019 წლის მარტის თვიდან ოქტომბრის თვის ჩათვლით პერიოდში 30-დან 120 კალენდარულ დღემდე საზღვრის კვეთით, ეძლევათ შესაძლებლობა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან (შსს) გაცემული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაციის არსებობის შემთხვევაში, დარეგისტრირდნენ კომპენსაციის მიმღებ პირებად ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე." -აღნიშნულია ინფორმაციაში.


Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
24 დეკემბერს ლარის მიმართ
საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური
კურსი ასეთია:
07:43 / 24.12.2024
24 დეკემბერს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია:
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის
დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს
გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
16:44 / 23.12.2024
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, ბიუჯეტში, ევროკავშირიდან, დაახლოებით, 21 მლნ ევროს გრანტი უნდა ჩარიცხულიყო, მაგრამ ქვეყანა ამ თანხას ვერ მიიღებს.
საქართველოში იმ მსესხებლების
რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
12:26 / 19.12.2024
საქართველოში იმ მსესხებლების რაოდენობა, რომლებიც კრედიტს ვერ იხდიან,
17 დეკემბერს ქართული ეროვნული
ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
16:14 / 17.12.2024
17 დეკემბერს ქართული ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა.
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის
განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი
კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი
ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
16:41 / 15.12.2024
გლობალურ ბაზარზე ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნავთობის ფასი გაიზარდა. WTI-ის ტიპის ნავთობის ფასი ორი კვირის წინ ბარელზე 68.72 დოლარს შეადგენდა, დღეის მდგომარეობით კი ფასი 71.29 დოლარამდეა გაზრდილი.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« იანვარი 2025 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.