საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით ეკონომიკური ზრდა მკვეთრად შემცირდება
საერთაშორისო სავალუტო ფონდის
განცხადებით, წელს მსოფლიოში ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ბევრად
დაბალი იქნება.
დირექტორის, კრისტინა გეორგიებას მტკიცებით, დღევანდელი მდგომარეობით
მსოფლიო ეკონომიკური ზრდა 5%-ით შემცირდა, თუმცა, კორონავირუსის
პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში გლობალური ეკონომიკური ზრდა კიდევ
უფრო შემცირდება.
სავალუტო ფონდში აცხადებენ, რომ ვარდნა კიდევ უფრო დიდი იქნება.ისეთ
ქვეყნებში, რომლებიც კორონავირუსმა განსაკუთრებით დააზარალა,
მაგალითისთვის, ბოლო მონაცემებით, გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური
ზრდა 2021 წლამდე სულ მცირე 10%-ით შემცირდება. გეორგიევას თქმით,
ეკონომიკური დაღმასვლა საკმაოდ შესამჩნევი იქნება იტალიაში, ესპანეთსა
და ლათინური ამერიკის ქვეყნებში.