სასტუმროებში ორსართულიანი საწოლების გამოყენება იკრძალება
04:35 / 01.06.2020
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი
კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით
სასტუმროებისათვის რეკომენდაციები გამოაქვეყნა.
სასტუმროს საჯარო სივრცეში აუცილებელია პირბადის გამოყენება,
სასტუმროებში ორსართულიანი საწოლების გამოყენება დაუშვებელი
იქნება.
ყველა ტიპის სასტუმროს ადმინისტრაციის მიერ სამუშაო სივრცეში
განსახორციელებელი ღონისძიებების ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
• ერთიან შესასვლელთან, უზრუნველყავით თერმოსკრინინგი ვიდეოსკრინინგის
ან ტემპერატურული დისტანციური მზომი ხელსაწყოს გამოყენებით, რათა
სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/ვიზიტორების
ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების
დაფიქსირების შემთხვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ
მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს;
• თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ინფორმაცია COVID-19-ის პრევენციული
ღონისძიებების შესახებ. შესაძლებელია ვიდეო/აუდიო ტექნიკის
გამოყენება;
• უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე ზედაპირების
დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით (დაბინძურების შესაბამისად,
მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყოველ 2-საათში ერთხელ ყველა იმ
ზედაპირის დამუშავება, რომელთანაც ხშირად შეხება უწევთ სასტუმროს
ვიზიტორებს ან სივრცეში მყოფ პირებს (მათ შორის კარის და ფანჯრის
სახელურები, კიბის მოაჯირები, ლიფტის ღილაკები და სხვა ხშირად
შეხებადი ზედაპირები);
• სასტუმროს საერთო მოხმარების სივრცეებში დაიცავით დისტანცია
(არანაკლებ 2 მ);
• ობიექტზე უზრუნველყავით სასტუმროს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი
პირის მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა ჰიგიენური
ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი
იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
• უზრუნველყავით დღეში რამდენჯერმე სასტუმროს სივრცეში არსებული
დახურული სივრცეების/ სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და ადამიანთა
კონცენტრაციის ადგილების სველი წესით დასუფთავება/დეზინფიცირება;
• დაუშვებელია ორ სართულიანი საწოლების გამოყენება;
• საერთო გამოყენების სველი წერტილებით სარგებლობისას, ყოველი
გამოყენების შემდგომ მოხდეს მისი დეზინფექცია ამ წესით განსაზღვრული
რეკომენდაციების შესაბამისად;
• სასტუმროს პერსონალი და ვიზიტორები უზრუნველყავით სათანადო
კოლექტიური დაცვის საშუალებებით:
1. დეზობარიერი - შენობის შესასვლელში, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის
მითითებით;
2. დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - თანამშრომლების მესამე პირებთან
ურთიერთობის შემთხვევაში (მიმღებში);
• დასაქმებულთა და სტუმართათვის თვალსაჩინო და ხელმისაწვდომ ადგილას
განათავსეთ 70% ალკოჰოლის შემცველი ხელის დასამუშავებელი ჰიგიენური
საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები;
• დახურული სივრცეები უზრუნველყავით ბუნებრივი ვენტილაციით. თუ ამის
შესაძლებლობა არ არის გამოიყენეთ ხელოვნური ვენტილაციის მომატებული
უწყვეტი რეჟიმი, გარე სივრციდან ჰაერის შემოტანის გაზრდილი
კონცენტრაციით, ცირკულაციითა და გარეთ გატანით; დააწესეთ საინჟინრო
კონტროლი მის გამართულ მუშაობაზე.
მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის
ბრუნვის მონაცემებით,ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა
საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 69.1% შეადგინა.
აღნიშნულ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.
19 ნოემბერს, რუბლმა დოლართან
მიმართებით ღირებულების დაახლოებით 0,82% დაკარგა, რის შედეგადაც
დოლარი/რუბლის პარიტეტი 2023 წლის ოქტომბრის შემდეგ 100,5-ის
ფარგლებში პირველად დაფიქსირდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.