8 ივნისიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და სასტუმროები იმუშავებს
გიორგი გახარიას განცხადებით 8
ივნისიდან, შემდეგი ორშაბათიდან, გაიხსნება ყველა სახის მომსახურეობა
რესტორნებში, რაც ნიშნავს იმას, რომ რესტორნებს სრულად შეეძლებათ
იმოქმედონ, იმუშაონ.
8 ივნისიდან, აგრეთვე, გაიხსნება სასტუმროები, თუმცა მხოლოდ
ის სასტუმროები, რომელთაც კონკრეტულად გავლილი ექნებათ ჯანდაცვის
სამინისტროს შესაბამისი უწყებების შემოწმება და ექნებათ ამაზე
კონკრეტული სახის ნებართვა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც,"
- განაცხადა მთავრობის მეთაურმა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მოქალაქეთა
სოციალური და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით, თუმცა
აუცილებელია ელემენტარული წესების და რეკომენდაციების დაცვა, რათა
თავიდან ავიცილოთ დაავადების გავრცელების რისკი.