რუსეთში უმუშევართა რაოდენობა გაორმაგდა
რუსეთში უმუშევართა რაოდენობა
თითქმის გაორმაგდა და მაისის შუა რიცხვებისთვის 1.4 მილიონს
გადააჭარბა, - სააგენტო "ტასსის" ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის
ვიცე პრემიერ-მინისტრმა ტატიანა გოლიკოვამ განაცხადა.
"რეგისტრირებული უმუშევრობის რაოდენობა იმ თარიღიდან რაზეც ჩვენ
ვსაუბრობთ- სხვა ეტაპზე გადასვლის თარიღიდან - 725 800-დან 1.434
მილიონამდე გაიზარდა. ეს კი თითქმის გაორმაგებას, ანუ 97.6%-ით
გაზრდას ნიშნავს,"- განაცხადა ტატიანა გოლიკოვამ.
მისივე თქმით, 1 მარტიდან დღემდე დასაქმების სამსახურებს დასაქმების,
ან შესაბამისი დახმარების მიღებით თხოვნით რუსეთის 1.654 მილიონმა
მოქალაქემ მიმართა.