ხვალ, 10 მაისს, ბორჯომის ბაზარი გაიხსნება
ხვალ დილიდან, ერთთვიანი შეჩერების შედეგ, ბორჯომის ბაზარი მუშაობას
განაახლებს.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია ,,ბორჯომს" ბორჯომის მერის
მოვალეობის შემსრულებელმა დავით ზაალიშვილმა მიაწოდა.
ბორჯომის აგრარული ბაზარი ერთი თვის წინ, 8 აპრილს დაიხურა. ამის
მიზეზი ქვეყანაში, კორონა ვირუსის ეპიდემიის გამო გამოცხადებული
საგანგებო მდგომარეობა გახდა.