1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2032 ლარი გახდა
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2032 ლარი გახდა. ეროვნული
ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი
ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2032 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1999 ლარი იყო. შესაბამისად,
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0033
შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4540 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.4565 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0025 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.