2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან გათავისუფლდება
2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების
გადასახადისგან, ამის შესახებ პრემიერმა გახარიამ ტურიზმის გახსნის
ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაციაზე განაცხადა,
მანვე განმარტა, რომ ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების
საშემოსავლო გადასახადები წლის ბოლომდე გადავადდება.
"2020 წლისთვის ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდება ქონების
გადასახადისგან და ეს დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გარდა
ამისა, ტურიზმის სექტორში მომუშავე კომპანიების საშემოსავლო
გადასახადები გადავადდება 9 თვით, წლის ბოლომდე. აქ ვერ დავპირდებით
ვერავის საშემოსავლოს სრულ ჩამოწერას, თუმცა გადავადებისა და
შემდგომი, ეტაპობრივი გადახდის სქემებზე საუბარი შესაძლებელია."
-განაცხადა პრემიერმა.