ხვალიდან, 5 მაისიდან შესაძლებელია განაახლოთ მშენებლობა.
ამის შესახებ დღეს 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომაზე განაცხადა პრემიერ მინისტრმა,
გიორგი გახარიამ.
ხვალიდან ასევე მოიხსნება შეზღუდვა და შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმს და
ქუთაისს. უახლოეს დღეებში განიხილება თბილისსა და რუსთავში თავისუფალი
გადაადგილების შესაძლებლობა.