ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით ნიშნულამდე დაეცა
ამერიკული WTI-ის მარკის ნავთობის ფასი, პირველად ისტორიაში, უარყოფით
ნიშნულამდე დაეცა და ამ დროისთვის ბარელის ღირებულება -37.63 აშშ
დოლარს შეადგენს,
- ამის შესახებ ინფორმაციას „ბისისი“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ნავთობის ფასის მკვეთრი ვარდნა კორონავირუსის
პანდემიას და საკარანტინო ზომებს უკავშირდება, რამაც ნავთობზე
მოთხოვნის შემცირება და მარაგების გადავსება გამოიწვია.
ნავთობზე უარყოფითი ფასი ნიშნავს იმას, რომ ნავთობის გადავსებული
რეზერვუარების გათავისუფლების სანაცვლოდ ნავთობ მწარმოებლები
მყიდველებს თანხას თავად გადაუხდიან.
რაც შეეხება ივნისს, WTI-ის მარკის ბარელი ნავთობისთვის ვაჭრობა
ჯერჯერობით 20 აშშ დოლარზე მაღალია.
მიმდინარე თვის დასაწყისში ოპეკის წევრები და მისი მოკავშირეები,
მსოფლიოში ნავთობის მოპოვების 10%-ით შემცირებაზე შეთანხმდნენ, რაც
„ბიბისის“ განმარტებით, ნავთობწარმოების შემცირებასთან დაკავშირებით
დღემდე მიღებული ყველაზე მასშტაბური შეთანხმებაა.