1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1813 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად,
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1813 ლარი
შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2413 ლარი იყო. შესაბამისად,
დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0600
შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4778 ლარია. მაშინ, როცა დღეს
მოქმედი კურსი 3.5460 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ
0.0682 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები
ძალაში ხვალ შევა.