ინტერაქტიული მულტიმედია
სოფლიდან გაძევებული ეთნიკური ოსები და მაჭარწყლის დროებითი ბინადრები



გუჯარეთის ხეობის პირველი სოფელი მაჭარწყალია, ხეობა ბორჯომის მუნიციპალიტეტში მდებარეობს და ქალაქიდან 29 კილომეტრით

არის დაშორებული.  სოფლის შესასვლელში არც აბრაა და არც არაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ აქ დასახლებაა.  უსწორმასწორო გრუნტის გზას სოფელ მაჭარწყლამდე მივყავართ. დასახლებაში ათიოდე ხის სახლი მოსჩანს. სახლები ძველია და ნახევრადდანგრეული.

წლების წინ სოფელში 30-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ამ ხეობის 9 სოფელი,  ძირითადად ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული.

„ზვიად გამსახურდიას დროს დაცალეს ეს სოფლები, არაფორმირებული ჯგუფები შემოდიოდნენ ამ ხეობაში, აწიოკებდნენ და დევნიდნენ ადგილობრივ ოსებს, საბოლოოდ საკუთარი სახლი ყველამ მიატოვა“ - გვიყვება 55წლის ემზარი,   რომელიც სოფლის შესასვლელში პირველივე სახლში ცხოვრობს.

სახლი, რომელშიც ემზარ კურტანიძე ცხოვრობს მის მამიდას და ბიძას ეკუთვნოდა, მამიდის მეუღლე ოსი იყო, არეულობის დროს ემზარმა ოჯახი საქართველოდან გაიყვანა და მას შემდეგ მის სახლში თვითონ დასახლდა.

„ლარსის ხეობამდე მივაცილე და აიყარა მთელი ოჯახი, მერე რამდენიმე წელიწადში მეც უმუშევარი დავრჩი, ამოვედი და აქ ვცხოვრობ“

ემზარ კურტანიძე მარტო ცხოვრობს, 5 ძროხას უვლის, საკუთარი ხელით ყველს ამზადებს და ტიმოთესუბანში ყიდის.

სოფელში სახლების  უმეტესობა სიძველისგან ჩამოშლილია, ზოგს კარი აქვს აჭედილი, ზოგს სახურავი ჩანგრეული. დასახლებაში  ოთხი ოჯახი ცხოვრობს . ემზარ კურტანიძის მსგავსად ისინიც ოსების ნასახლარზე, სხვადასვა დროს დასახლდნენ.

მანუშაკ ნერსესინი მაჭარწყალში ახალციხიდან გადმოვიდა. 30 ძროხა  შეიძინა, ერთ-ერთ გამოკეტლ სახლში დასახლდა და 6 წელია უკვე ამ სოფელში დანარჩენ 3 ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

სოფელში ელექტროენერგია არ არის, აქ მცხოვრებ ოთხ ოჯახს, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მზის ე.წ პანელები დაუმონტაჟა,  საღამოობით შუქის ანთება და ტელევიზორის ყურება უკვე შეუძლიათ. მაცივარს მზის ენერგიით ვარ ამუშავებენ და საკვები პროდუქტიც ზაფხულში ხშირად უფუჭდებათ.

„გზა არ გვაქვს, ძალიან დაზიანებულია, წყალსაც ერთკილომეტრიანი მანძილიდან, წყაროდან ვეზიდებით, ძალიან რთულია აქ ცხოვრება“ - გვიყვება სოფელში არსებულ პრობლემებზე მანუშაკ ნერსესიანი.

ახლა გუჯარეთის ხეობაში თიბვის სეზონია, ადგილობრივებს აქაც პრობლემები ექმნებათ,იმის გამო რომ დასახლებაში ტრაქტორი და შესაბამისი ტექნიკა არ არის, ბალახის მოთიბვა და საქონლისთვის ზამთრის საკვების მომარაგება უგვიანდებათ.

„რატომ არ უნდა გამოგვიყოს მთავრობამ ტრაქტორი? ახალციხეში სახნავადაც აძლევენ ტექნიკას და სათიბათაც. შარშან თივა ნოემბერში ავიღეთ, ლამის საქონელი დაგვეხოცა, ისეთი უხარისხო თივა იყო.  პრესი, სათიბი და ფოცხი გვჭირდება მეტი არაფერი, არავინ ყურადღებას არ გვაქცევს, აქ ადგილობრივი მთავრობიდან ამოსული ჯერ არავინ გვინახავს, მარტო ოთარი ამოდის არბოლიშვილი და როგორც შეუძლია გვეხმარება“ - ამბობს გულდაწყვეტილი მანუშაკი

პარმენ გელაშვილი მაჭარწყალში 27 წლის წინ ამოვიდა, აქ მეუღლესთან ერთად ცხოვრობს. ადგილობრივებისთვის ყველაზე რთული, მთის სოფელში მკაცრი ზამთრის გადატანაა. ზღვის დონიდან  1480 მეტრზე მდებარე სოფელში ზამთარი უხვთოვლიანია.

„აქ შეიძლება იმხელა თოვლი მოვიდეს, ერთ ღამეში ერთი მეტრი მოთოვოს, ზამთარში აქ ცხოვრება გაუსაძლისია, გზები ჩაკეტილია, სასწრაფო ზაფხულში ვერ ამოდის ამ გზაზე და ზამთარში რას ამოვა, საკვების მომარაგებაც შემოდგომაზე  გვიწევს“ - გვეუბნება პარმენ გელაშვილის მეუღლე, რომელიც საკუთარი სახელის გამხელისგან თავს იკავებს.

სოფლის ბოლოს, ფერდობზე სასაფლაოა. საფლავების უმეტესობა მოუვლელია და ბუჩქებით არის დაფარული. წარწერებიც საფლავის ქვებზე აქა-იქ იკითხება. ზოგიერთ საფლავს კი პატრონობა ეტყობა, მოვლილია და ხე-ბუჩქისგან გაწმენდილი.



როგორც სოფელში ამბობენ, აქედან  წლების წინ გაძევებული  ეთნიკური ოსები, დასახლებაში წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ჩამოდიან, ძირითადად 21 სექტემბერს, ამ ხეობაში ღვთისმშობლობა განსაკუთრებულად აღინიშნება.

„სექტემბერში მოდიან, ახლობლების საფლავებს ნახულობენ, უხარიათ რომ მათ სახლებს ვუვლით და ვპატრონობთ, გული წყდებათ აქაურობის მიტოვება რომ მოუწიათ, ხშირად გვინახავს როგორ ტირიან გაპარტახებულ სოფელს რომ უყურებენ“

 

 

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
„ცენტრმა მოგვცა არა
მხოლოდ სტანდარტული განათლება არამედ გვიბიძგა გავზრდილიყავით
პიროვნულად.
19:12 / 09.09.2023
„ცენტრმა მოგვცა არა მხოლოდ სტანდარტული განათლება არამედ გვიბიძგა გავზრდილიყავით პიროვნულად.
ბორჯომის მუნიციპალიტეტში
ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული
მიმართულებაა.
14:47 / 31.07.2023
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა.
„მშობლების გარდაცვალების
შემდეგ ძმამ და ძმის ცოლმა მშობლიური სახლიდან
გამომაგდეს,
14:30 / 29.07.2023
„მშობლების გარდაცვალების შემდეგ ძმამ და ძმის ცოლმა მშობლიური სახლიდან გამომაგდეს,
მემკვიდრეობის განაწილების საკითხი
ყველა დროში განხილვის, აზრთა სხვადასხვაობის და არც თუ ისე ხშირად
დავის საგანი ხდება. საზოგადოებაში დღემდეა შემორჩენილი არასწორი
მოსაზრება და ტრადიცია,
14:33 / 30.06.2023
მემკვიდრეობის განაწილების საკითხი ყველა დროში განხილვის, აზრთა სხვადასხვაობის და არც თუ ისე ხშირად დავის საგანი ხდება. საზოგადოებაში დღემდეა შემორჩენილი არასწორი მოსაზრება და ტრადიცია,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.