ინტერაქტიული მულტიმედია
მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტული მიმართულებაა. მიმდინარე, 2023 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 5 მლნ ლარზე მეტია გამოყოფილი. ამას ემატება თანხები ცენტრალური ბიუჯეტიდან.


მდინარის ნაპირსამაგრი კედელი ახალ უბანში


ახალ უბანში საყრდენი კედლის რეაბილიტაცია რამდენიმე თვეა მიმდინარეობს. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 900 000 ლარია გამოყოფილი. სამუშაოებს „საქართველოს სამშენებლო კომპანია“ ასრულებს. კედლის რეაბილიტაციის შემდეგ მოწესრიგდება სამანქანო გზა და ფეხით სავალი ნაწილი.




გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქებული კორპუსი ლიკანში



გასული წლის 22 ოქტომბერს ლიკანში, მესხეთის ქუჩის № 31-ში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის, ერთ-ერთ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქება მოხდა. დაზიანდა რამდენიმე ბინა. დაზარალებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ დროებით ქირით საცხოვრებელ ფართებში განათავსა.

რამდენიმე თვეში მოხდა დაზიანებული ნაწილის აღდგენა. შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა სადარბაზო, დამონტაჟდა ახალი ლიფტი.





სამი ბინის ფასადის რეაბილიტაცია რუსთაველის ქუჩაზე


რუსთაველის ქუჩის N85 , N91 და N93-ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში შეიცვლება სახურავები, აივნები, და კარ-ფანჯრები, მოეწყობა დეკორატიული განათება.




„ექიმების ბინის“ ფასადის რეაბილიტაცია

ბორჯომში, სააკაძის ქუჩის №2-ში, ე.წ. „ექიმების ბინის“ ფასადის რეაბილიტაცია ჩატარდა. შენობა შეიფუთა ახალი სტანდარტების შესაბამისი მასალით, HPL და ფიბროცემენტის პანელებით, ასევე განახლდა აივნები და შეიცვალა კარ-ფანჯარა.

ფასადების რეაბილიტაციის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან 1 204 000 ლარით დაფინანსდა.





საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის რეაბილიტაცია


დასრულდა ბორჯომის საბავშვო ბიბლიოთეკის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სრულად განახლდება შენობის ფასადი, სახურავი. შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კარ-ფანჯარა, მოეწყო სახანძრო სიგნალიზაცია, გარემონტდა ოთახები.




ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის რეაბილიტაცია

ზაფხულის საკურორტო სეზონს ბორჯომი რეაბილიტირებული ტურიზმის საინფორმაციო ცენტრით შეხვდა. ჩამოსული და ადგილობრივი ვიზიტორები, მათთვის საჭირო ინფორმაციას განახლებულ გარემოში მიიღებენ.
პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის გარე ინტერიერი. შეიცვალა სახურავი, იატაკი, მოპირკეთდა ჭერი და მოეწყო ალუმინის ვიტრაჟები.





თოჯინების თეატრის რეაბილიტაცია

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბორჯომის თოჯინების თეატრს.

შეიცვალა დარბაზის ინტერიერი, სრულად განახლდა ფოიე. სამუშაოები კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით განხორციელდა.






ახალდაბის საბავშვო ბაღი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაფინანსებით რეაბილიტაცია ჩაუტარდა დაბა ახალდაბის საბავშვო ბაღს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა შენობის ფასადი, შენობის პირველ სართულზე შეიცვალა კარ-ფანჯარა ასევე, განხორციელდა შიდა კიბის რეაბილიტაცია.

საბავშვო ბაღის შენობაზე მზის ენერგიის პანელები განთავსდა, რომლის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიითაც ისარგებლებს საბავშვო ბაღი.







კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია


ბორჯომში კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო მიწისქვეშა სანიაღვრე ქსელი, დაიგო ასფალტის საფარი, მოწესრიგდა ფეხით სავალი ნაწილი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა.




შიდა გზების რეაბილიტაცია ბორჯომის სოფლებში



ბორჯომის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მოხდა. სოფელ დგვარში გზის რეაბილიტაცია ორ ეტაპად განხორციელდა. მოეწყო 1 კმ არმირებული ბეტონის გზა.
ჭობისხევში საჯარო სკოლის უკან მდებარე უბანში არმირებული ბეტონის საფარიანი გზა დაიგება.

მიმდინარე წელს ბორჯომის მუნიციპალიტეტში ჯამში, 9 კმ-მდე შიდა საუბნო და საქალაქთაშორისო გზა მოეწყობა.

გზების კეთილმოწყობის სამუშაოები, ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.




სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

მაღალმთიან სოფელ მოლითამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში გზის 2,2 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტბეტონის საფარი და მიმდებარედ ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა.

აღნიშნულ სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია პირველად ხორციელდება. განახლებული გზა ადგილობრივი მოსახლეობისა და ტურისტების კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.

ტაბაწყურთან მისასვლელი, ახალქალაქი-ბორჯომის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და პირველ ეტაპზე სოფელ ბალანთისა და ჭიხარულის გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტი მომავალ წელსაც განხორციელდება და ჯამში, 12 კმ-მდე გზის მონაკვეთი დაიგება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მთის ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.




საყრდენი კედლები

ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საყრდენი კედლების რეაბილიტაცია განხორციელდა ნიკოლაძის, რობაქიძის და აღმაშენებლის ქუჩაზე. ასევე, სოფელ დაბაში. საყრდენი კედლების რეაბილიტაცია დაგეგმილია ორბელიანის ქუჩაზე და სოფელ ყვიბისში.







ავტობაზის ტერიტორიის რეაბილიტაცია

მესხეთის ქუჩაზე, მიმდინარეობს ავტობაზის ტერიტორიის და შენობის რეაბილიტაცია. დაგეგმილია ძველი ამორტიზებული შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული შენობის სრული რეაბილიტაცია და ავტობუსის სადგომების მოწყობა მეტალის კონსტრუქციით. ასევე, ტერიტორიაზე განთავსდება ავტობუსების სამრეცხაო და სახელოსნო. მოეწყობა ფერდის დამჭერი საყრდენი კედელი, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა და მოწესრიგდება კანალიზაციის ქსელი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.




სკვერი რუსთაველის ქუჩაზე

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე, მდინარე მტკვრის სანაპიროზე, ახალი სკვერის მოეწყო. აშენდა საყრდენი კედელი, მოეწყო შიდა ბილიკები, განთავსდება საბავშვო ატრაქციონები, ტრენაჟორები, ფანჩატური, დამონტაჟდა წყლის ბიუვეტი, დეკორატიული სკამები, სანაგვე ურნები, დეკორატიული ლამპიონები, გამწვანდა ტერიტორია. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა და საერთო ღირებულებამ 846 155 ლარი შეადგინა.




მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დევნილებისთვის


სანატორიუმ „ბორჯომსა“ და „ლიკანში“ მცხოვრები დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. მრავალბინიანი სახლი 150 ოჯახზე იქნება გათვლილი. სამუშაოები 2025 წელს დასრულდება.



ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნო თვეებშიც გრძელდება. სამუშაოები როგორც ქალაქში, ასევე სოფლებშიც იგეგმება.

(R)


Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.