"კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო პროცესზე"-თეა წულუკიანი
24 მარტიდან სასამართლოებში პატიმრების გაყვანა აიკრძალა და პროცესები
ონლაინ ეწყობა-
განაცხადა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით სამ დღეში 95
სასამართლო პროცესი ჩატარდა.
“24 მარტიდან აიკრძალა პატიმრების გაყვანა სასამართლოებში და
სასამართლო პროცესები აეწყო ონლაინ. მე მინდა, ამ პროცესში
მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის დიდი მადლობა ვუთხრა არამხოლოდ
პენიტენციური სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, ასევე პროკურორებს,
მოსამართლეებს, მოსამართლეთა თანაშემწეებს, ადვოკატებსა და თავად
პატიმრებს, რადგან ჩვენ სულ სამ დღეში შევძელით და 95 სასამართლო
პროცესი ჩავატარეთ ონლაინ სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან.
კორონავირუსის აღმოფხვრამდე არც ერთი პატიმარი არ გავა სასამართლო
პროცესზე, ეს არის წესი, რომელსაც გამონაკლისი ვირუსის აღმოფხვრამდე
არ ექნება”, - განაცხადა წულუკიანმა.