საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება
26-28 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნებული იქნება
შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +20,
+25, სანაპირო რაიონებში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი
+14, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
29-30 მარტს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი
ამინდი.
ქ . თბილისში 26-28 მარტს უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 29-30 მარტს
კი გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსი იქნება.