გაერო სახელმწიფოებს პატიმრების ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
გაერო-ს უმაღლესი კომისარი ადამიანის უფლებების საკითხებში,
სახელმწიფოებს მოუწოდებს გაათავისუფლონ ადამიანები,
ვინც კორონავირუსისადმი მოწყვლად ჯგუფად ითვლება.
მიშელ ბაჩელეტის თქმით, მთავრობებმა უნდა განიხილონ გზები, თუ როგორ
შეიძლება იმ ადამიანების ციხეებიდან გათავისუფლება, ვინც რისკის
ჯგუფებს მიეკუთვნებიან.
„კორონავირუსმა ციხეებს და საემიგრაციო დაკავების ცენტრებს
დაარტყა. ის თავშესაფრებში და ფსიქიატრიულ საავადმყოფოებშიც
გავრცელდა, რაც ყველაზე მოწყვლად მოსახლებას საფრთხის ქვეშ აყებებს.
მთავრობებმა უნდა დაიწყონ ფიქრი, რომ გაათავისუფლონ ის ადამიანები,
რომლებიც რისკის ჯგუფში არიან, ასაკოვანი პატიმრები, რომელთაც
ქრონიკული დაავადებები აქვთ, ასევე ის პირები, ვინც მსუბუქ
დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს“,- განაცხადა კომისარმა.