სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა
სომხეთის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის
ინფორმაციით, სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა
290-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 18 პაციენტი.
ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის გაზრდა ორ კლასტერს უკავშირდება.
ერთი ქალაქი ეჩმიაძინია, სადაც იტალიიდან ჩასულმა ქალმა წვეულება
გამართა და მეორე ერევანში არსებული სამკერვალო ქარხანა.