პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
მარნეულიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში სუნთქვის
უკმარისობით გადაყვანილ ჩვილს
კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა ლალი
ტურძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ჩვილის მდგომარეობა
გაცილებით უკეთესია.
„რაც შეეხება ჩვილის მდგომარეობას, ბავშვის მდგომარეობა
გაცილებით უკეთესია. რომ შემოვიდა იყო კრიტიკულად მძიმე და ამ წუთში
ითვლება, რომ არის საშუალო სიმძიმის. დინამიკა ძალიან დადებითია და
ჩვენ ეს ძალიან გვიხარია. მინდა აქვე ვთქვა, რომ დედას ტემპერატურა
აღარ აქვს და თავს უკეთესად გრძნობს. ის მარნეულშია“, -
განაცხადა ექიმმა.