საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევაა დაფიქსირებული
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ორი ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა.
გუშინდელი დღის შემდეგ რაოდენობა 77-მდე გაიზარდა. მონაცემები
მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის
განთავსებული.
კარანტინის რეჟიმშია 4055 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ
რჩება 252 პირი, 77 ინიცირებულიდან საერთო ჯამში გამოჯანმრთელებულია
10 ადამიანი.