შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
შავი ზღვის აკვატორიაში რუსეთის სამხედრო თვითმფრინავმა
სუ-27-მა წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფა განიცადა,
ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ თვითმფრინავი მაშინ
ჩამოვარდა როდესაც გეგმურ გაფრენას ახორციელებდა.
უწყების ინფორმაციით, საავარიო სიგნალი თვითმფრინავიდან მაშინ მიიღეს,
როდესაც ის ფეოდოსიიდან 50 კილომეტრში იმყოფებოდა. მიმდინარეობს
მფრინავის გადარჩენის ოპერაცია, რაც გართულებულია მეოტეოროლოგიური
პირობების გამო.