"ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ იგეგმება"-სოზარ სუბარი
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის
მრჩეველმა სოზარ სუბარმა განაცხადა,
რომ ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად გამოცხადება არ
იგეგმება.
“ნინოწმინდისა და ახალქალაქის საკარანტინე ზონებად
გამოცხადება არ იგეგმება, ისევე როგორც არ იგეგმება საქართველოს არც
ერთი სხვა მუნიციპალიტეტის, თუ არ გამოვლინდა იქ საგანგაშო ვითარება.
საგანგებო ვითარება შეიძლება გაჩნდეს საქართველოს ნებისმიერ
მუნიციპალიტეტში, იმიტომ, რომ უკვე მივედით იმ ეტაპზე”, -
განაცხადა სუბარმა.