საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-10 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი
გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ განცხადება ინფექციური საავადმყოფოს
სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ გააკეთა. მისი თქმით
პაციენტმა ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა.
„ჩვენ კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული შემოგვემატა და გუშინ
მე-10 პაციენტმა დატოვა ჩვენი ცენტრი. ანუ, ამ 44 დადასტურებული
შემთხვევიდან უკვე 10 გამოჯანმრთელებული შემთხვევაა. ათივემ, რა თქმა
უნდა, კლინიკა დატოვა ეტაპობრივად მიღებული პასუხის შესაბამის დღეებში
და ამ ეტაპზე 22 პაციენტი განაგრძნობს ჩვენთან მკურნალობას”,
- განაცხადა ეზუგბაიამ.