რეკომენდაციები აგრარული ბაზრების წარმომადგენლებისთვის
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სურსათის ეროვნულ
სააგენტოში გაიმართა შეხვედრა აგრარული ბაზრების წარმომადგენლებთან.
ბიზნესოპერატორებს განემარტათ, რომ ვირუსის გავრცელების
თავიდან აცილების მიზნით, მნიშვნელოვანია გაზარდონ
რეცხვა-დეზინფიცირების სიხშირე ობიექტებზე.
აუცილებელია დაიცვან ჰიგიენის ნორმები:
პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ერთჯერადი თავსაბურავით, პირბადითა და
ხელთათმანით;
გააკონტროლონ პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა;
უზრუნველყონ მომხმარებლების მიერ დისტანციის დაცვა;
სურსათის დამუშავების, ტრანსპორტირების, შენახვისა და რეალიზაციის
დროს უზრუნველყონ ტემპერატურული რეჟიმის დაცვა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგრარული ბაზრების წარმომადგენლებს
რეკომენდაციები მთელი საქართველოს მასშტაბით მიაწოდა.