ახალი ამბები
დავით ზალკალიანმა ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანის გრაფიკი წარადგინა
მომდევნო ორი კვირის განმავლობაში დაგეგმილ რეისებზე, რომლითაც ევროპის სხვადასხვა ქალაქებიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა მოხდება, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„კვირის განმავლობაში შედგება ორი რეისი. დღეს უკვე განხორციელდება თბილისი-ბერლინი-თბილისის რეისი, რომელიც სამშობლოში დააბრუნებს ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც იყვნენ ამ პერიოდისთვის კონცენტრირებული ბერლინში და ასევე ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში, საელჩოების საშუალებით მოხდა მათი თავმოყრა ბერლინში და ბერლინიდან მოხდება მათი დაბრუნება სამშობლოში. ასევე ხვალ განხორციელდება ბერძნული ავიაკომპანია „ეგეოსის“ ავიახაზების მიერ თბილისის მიმართულებით რეისი, რომლითაც ისინი ჩამოიყვანენ საქართველოს მოქალაქეებს საბერძნეთიდან და საქართველოდან წაიყვანენ საკუთარ მოქალაქეებს.
რაც შეეხება შემდეგ კვირას, 26 მარტს განხორციელდება თბლისი-ვენა-თბილისის რეისი, ხოლო 31 მარტს თბილისი-ამსტერდმი-თბილისის რეისი. კიდევ ერთი კვირის შემდეგ, 3 აპრილს - თბილისი- ვარშავა-თბილისი, 7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისი, ხოლო 10 აპრილს - თბილისი-ლარნაკა-თბილისი. ეს არის უახლოესი დღეების განრიგი, რისი შესაძლებლობაც ამ სიტუაციაში არსებობს, რომ ეტაპობრივად გამოიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები და რა თქმა უნდა, ვმუშაობთ შემდეგი რეისების დაგეგმვაზე“,
- განაცხადა ზალკალიანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ახალი წლის ღამეს თბილისში
პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
14:11 / 31.12.2024
ახალი წლის ღამეს თბილისში პროევროპული საპროტესტო აქცია გაიმართება.
გარემოს ეროვნული სააგენტო 31
დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას
ავრცელებს.
12:51 / 31.12.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო 31 დეკემბერს და 1-3 იანვარს მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
14:38 / 28.12.2024
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო.
საპენსიო სააგენტომ დირექტორის
ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო
გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე
გასტანს.
17:49 / 27.12.2024
საპენსიო სააგენტომ დირექტორის ვაკანსია გამოაცხადა. კონკურსის ორგანიზებას საპენსიო სააგენტო გაუძღვება, დოკუმენტაციის მიღება კი 2025 წლის 20 იანვრამდე გასტანს.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მარტი 2025 »»
2425262728 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.