ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
საქართველოს მთავრობამ ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის
მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით დამატებითი გადაწყვეტილება
მიიღო.
როგორც პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა:
„საკოორდინაციო საბჭოზე იქნა მიღებული დამატებითი
გადაწყვეტილებები და ეს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის
შეზღუდვას გულისხმობს. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადავიდა უკვე შიდა
გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ
შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწრაფე. ამიტომ ვზღუდავთ ყველა
საქალაქთაშორისო ტრანსპორტს, მათ შორის მატარებლით სამგზავრო
გადაზიდვებს და ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღის ბოლოს,“-
განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.